დავით ზალკალიანი: საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხედავს და აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საერთაშორისო თანამეგობრობა კარგად ხედავს და აფასებს, ვინ როგორ ასრულებს პოლიტიკური პარტიების 8 მარტის შეთანხმებას.

მისივე თქმით, კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება” საარჩევნო სისტემის ცვლილების გადაწყვეტილების ერთგული იყო, რაც კენჭისყრებში გამოიხატა.

„მე, პირველ ყოვლისა, მინდა, გამოვეხმაურო მართლაც უპრეცედენტო გამოხატულ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის მეგობარი ქვეყნების ლიდერების მხრიდან. პირველ ყოვლისა, ეს არის სახელმწიფო მდივნის, პომპეოს განცხადება. მე ჩემი მადლიერება გამოვხატე კიდეც ჩემს „ტვიტში“, რომელიც იყო საპასუხო, ასევე, ამერიკის ელჩის განცხადება. ჩვენ მოვისმინეთ სხვადასხვა განცხადება ევროპარლამენტარების მხრიდან, მათ შორის, იმ ევროპარლამენტარების მხრიდანაც, გარკვეული პერიოდის წინ კრიტიკულ განცხადებებს რომ აკეთებდნენ საქართველოსთან მიმართებით. ასევე, ფასილიტატორი ელჩების განცხადება მოვისმინე და მინდა, მათ მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოვხატო. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალიან კარგად ხედავს, აფასებს, ვინ როგორ ასრულებს 8 მარტის შეთანხმებას. ხომ დავინახეთ ძალიან კარგად ჩვენც და საერთაშორისო თანამეგობრობამაც, რომ „ქართული ოცნება“, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდი იყო ამ გადაწყვეტილების ერთგული და ეს გამოიხატა კიდეც კენჭისყრებში. ასევე, იხილეთ ელჩების განცხადება, ევროკავშირის ელჩის განცხადება, რომელიც იყო პირდაპირი მინიშნება“, – განაცხადა ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები