მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის ფონზე, არაერთმა დიდმა ავიაკომპანიამ შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა – ჯამურად, საჰაერო მგზავრობა შემცირებულია 95 %-ით
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში გავრცელდა ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემია, არაერთმა დიდმა ავიაკომპანიამ, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მიმართულებით ასრულებდა რეგულარულ ფრენებს, შეამცირა თანამშრომლების რაოდენობა და, ჯამურად, საჰაერო მგზავრობა შემცირებულია 95 %-ით.
მაგალითად, გერმანულმა ავიაკომპანიამ, Lufthansa-მ, პანდემიის ფონზე, თანამშრომელთა საერთო რაოდენობა შეამცირა 22 ათასით. უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა (UIA) პანდემიის დროს ხარჯების შესამცირებლად დაითხოვა 900 თანამშრომელი. ავიაკომპანია Air Arabia-მ, რომელსაც, ჯამურად, 2000 თანამშრომელი ჰყავს, პანდემიის ფონზე 57%-ით შეამცირა თანამშრომელთა საერთო რაოდენობა და ჯერ კიდევ უცნობია, რა ჯამური ზარალი მიიღო კომპანიამ. ლატვიის ავიაკომპანია Air Baltic-მ, რომელსაც დაქირავებული ჰყავდა 1700 თანამშრომელი, სამსახურიდან დაითხოვა 700. ამასთან:
თვითმფრინავების საერთო რაოდენობის მინიმუმ ნახევარია გაჩერებული. მაგალითად, კომპანიამ Airplanes for America განაცხადა, რომ აშშ-ში, მარტის თვეში, გაჩერებული იყო 1200 თვითმფრინავი;
ავიაკომპანიები მთელს მსოფლიოში ბოლო თვეების განმავლობაში კარგავენ სულ უფრო მეტ შემოსავალს, დაახლოებით, დღეში 1.6 მილიარდ დოლარს;
მხოლოდ აშშ-ში სამოგზაურო სექტორში, დაახლოებით, 15.8 მილიონი სამუშაო ადგილია რისკის ქვეშ;
ფრენების საერთო რაოდენობის გაუქმება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილშიბშეადგენს 5000 %-ს 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით.