საქართველოში წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი – ამინდის პროგნოზი
საქართველოს ცალკეულ რაიონში 3 ივლისამდე ხანმოკლე წვიმა ელჭექით არის მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +28, +33 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში ღამისა და საღამოს საათებში ასევე შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა +32, +34 გრადუსი იქნება.