ნინო ლომჯარია: სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება
სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის პოვნას ეხმიანება და გარდაცვლილის ოჯახს უსამძიმრებს.
“ძალიან მძიმე მოსასმენია 19 წლის ფეხბურთელის დაღუპვის ამბავი… ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. სამწუხაროდ, კრიმინალურ მენტალიტეტს, ქუჩურ-უბნურ გარჩევებს ახალგაზრდების სიცოცხლე ისევ ეწირება. მნიშვნელოვანია, გამოძიება დროულად, ობიექტურად და სრულყოფილად წარიმართოს და ყველამ, ვინც შესაძლოა, ფლობდეს ინფორმაციას საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე, ითანამშრომლოს გამოძიებასთან”, – აცხადებს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, 18 ივნისს გაუჩინარებული ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი დღეს იპოვეს.