ჯოზეფ ბორელი: ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მხრიდან ვიხილავთ ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას
“ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მხრიდან ვიხილავთ ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას”,- ასე ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში, ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებულ შეთანხმებას.
ბორელი შეთანხმებას “ისტორიულ მიღწევას” უწოდებს და იმედს გამოთქვამს, რომ საარჩევნო საკონსტიტუციო ცვლილებებს საყოველთაო მხარდაჭერა ექნება.
“8 მარტის შეთანხმება საქართველოში ისტორიული მიღწევა იყო. ვიმედოვნებთ, რომ ყოველი მხრიდან ვიხილავთ ახალი საარჩევნო სისტემისთვის კონსტიტუციური ცვლილებების მხარდაჭერას. ევროკავშირი დააკვირდება 8 მარტის პირობების შესრულებას არჩევნებთან დაკავშირებით”,- წერს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საკითხებში.