საქალაქო სასამართლოში ბაია პატარაიას გამოკითხვა მიმდინარეობს
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში არასამთავრობო ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას გამოკითხვა მიმდინარეობს.
პატარაია სამართალდამცველების კითხვებს, პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში უპასუხებს.
საქმე ეხება საბოტაჟს, მტრულ საქმიანობას და კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მოქმედებას.
შეგახსენებთ, რომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო. პროკურატურაში გამოძიება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტზე მიმდინარეობს.