ევროპოლი: ინტერნეტში ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია გაზრდილია

ევროპის საპოლიციო სააგენტოში აცხადებენ, რომ, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ინტერნეტში ბავშვების სექსუალური ექსპლუატაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ამის შესახებ სააგენტოს ანგარიშშია ნათქვამი.

“სამართალდამცველმა ორგანოებმა დააფიქსირეს, რომ ბოლო რამდენიმე თვეში სოციალურ ქსელში მსოფლიოს მასშტაბით ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის შემცველი მასალების რაოდენობა მნიშვნელოვად გაიზარდა”, – ნათქვამია დოკუმენტში.

აღინიშნება, რომ დამნაშავეები სოციალურ ქსელში გააქტიურდნენ. გარდა ამისა, იზოლაციის პერიოდში გაზრდილია ისეთ მასალებზე წვდომის მცდელობა, რომლებიც ბავშვების სექსუალურ ძალადობას ასახავს, ასევე, გააქტიურებულია ჩატები, სადაც დამნაშავეები უკანონოდ მოპოვებულ მასალებს ცვლიან და ბავშვების გარყვნით არიან დაკავებულნი.

ევროპოლი აფრთხილებს მთავრობებს, რომ პანდემიასთან დაკავშირებული ეკონომიკური ვარდნა შესაძლოაზ მოწყვლად ჯგუფებში ბავშვების ძალადობის ამსახველი მასალების რეალიზაცია გამოიწვიოს მატერიალური მოგების მიღების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები