“თუ დღეს ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით, ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ქვეყანამ ადაპტაცია გაიაროს და ისწავლოს, როგორ უნდა მართოს ეპიდემია”

“თუ დღეს ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ამისთვის მზად ვიყავით”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

მისი თქმით, თუ ეპიდემიის დასაწყისში ლუგარის ლაბორატორიაში დღეში 100-150 PCR ტესტი კეთდებოდა, ახლა ქვეყანაში დღეში 4500 ტესტის ჩატარებაა შესაძლებელი.

„თუ დღეს ჩვენ გვაქვს ინფიცირების შემთხვევების ოდნავი ზრდა, ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით. თუ, მაგალითად ლუგარს ლაბორატორია, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ მადლობა უნდა გადავუხადოთ ამერიკის შეერთებულ შტატებს (მათ გარეშე ეს ლაბორატორია ვერ შეიქმნებოდა საქართველოში), ეპიდემიის დაწყების პირველ დღეებში აკეთებდა 100-150 PCR ტესტს, დღეს NCDC-ის შეუძლია გააკეთოს ქვეყანაში 4500 ტესტი. ჩვენი ამოცანაა, რომ წლის ბოლომდე საქართველოში უნდა შეგვეძლოს 10 ათასი PCR ტესტის გაკეთება ერთ დღეში. ეს არის ის აუცილებელი პირობა, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას, უფრო თამამად გავხსნათ ეკონომიკა. ამასთან ერთად, ჩვენ უაღრესად მადლობელი ვართ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, დონორი ორგანიზაციების, რომელთა დახმარებითაც სერიოზულ ინვესტიციებს გავაკეთებთ უახლოეს პერიოდში ჰოსპიტალური სისტემის გასაძლიერებლად. ჩვენ ამ კრიზისს ვუყურებთ როგორც გრძელვადიანს და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ძირითადი ამოცანაა, ქვეყანამ გაიაროს ადაპტაცია და ისწავლოს, როგორ უნდა მართოს ეპიდემია. შეიძლება ამ ინფექციამ ძალა დაკარგოს 1 წელიწადში ან 2 წელიწადში, შეიძლება ახალი გაჩნდეს, ჩვენს გლობალურ სამყაროში ვირუსი ხდება ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევა ნორმალური სოციალური ცხოვრების, ჯანმრთელობის, სიცოცხლის და ა.შ.“, – განაცხადა გახარიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები