საქველმოქედო ორგანიზაცია- ფონდი „მომავლისათვის“ ორგანიზებით და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, სოფელ მარტყოფში მცხოვრებ, მოწყვლადი კატეგორიის 50 ოჯახს სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების კალათები გადაეცა.
ფონდი “მომავლისათვის” ხელმძღვანელმა ირმა ბენდელიანმა “რეგიონულ კვირასთან” საუბრისას განაცხადა, პანდემიის პირობებში, მოწყვლად ჯგუფებზე ზრუნვა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს.
“აქციის ფარგლებში “ვიზრუნოთ ერთმანეთზე” ვიმყოფებით გარდაბნის მუნიციპალიტეტში სოფელ მარტყოფში, დღეს 50 ოჯახის კარს შევაღებთ და ჩვენს მცირე წვლილს შევიტანთ პანდემიის პირობებში შეჭირვებული ხალხის გვერდით დგომაში, გადავცემთ ჰიგიენურ საშუალებებს და საკვებ პროდუქტს.ძალიან დიდი მადლობას ვუხდით გარდაბნის მერიას გვერდით დგომისთვის და მხარდაჭერისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია როცა შენ თანამოქალაქეს უჭორს შენი მცირედი წვლილი შეიტანო რათა ელემენტარული ცხოვრების პირობები გაუმჯობესდეს. ასევე უღრმესი მადლობა თქვენ “რეგიონულ კვირას” გვერდში დგომისთვის” , – განაცხადა ირმა ბენდელიანმა.
ფონდი „მომავლისათვის“ საქართველოს მასშტაბით, შეჭირვებული ოჯახების დახმარებას უკვე მეხუთე წელია ახორციელებს. პანდემიის პირობებში, ფონდმა დახმარება 10 300 ოჯახს გაუწია.