ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც COVID-19 მეორედ დაუდასტურდა, ამბობს, რომ სიმპტომები არ აღენიშნებოდა
ახალგაზრდა მამაკაცს, რომელსაც კოვიდინფექცია მეორედ დაუდასტურდა, კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა.
“სიმპტომები არ მქონია, ორჯერ მქონდა მხოლოდ ტემპერატურა”, – აღნიშნავს კორონავირუსით ინფიცირებული პირი.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ექიმ-ინფექციონისტის, რევაზ მეჭურჭლიშვილის განცხადებით, პაციენტის ტესტი ვირუსზე სუსტად დადებითი აღმოჩნდა.
“ეს პაციენტი საშუალოზე უფრო მსუბუქად მიმდინარე დაავადებით იყო, რომელიც პროტოკოლის მიხედვით გაეწერა მას შემდეგ, რაც ორჯერადად ჩაუტარდა ნაცხის გამოკვლევა პიასიარ მეთოდით, ორივე იყო უარყოფითი. მას სიმპტომები მაშინაც არ ჰქონია. 14 დღის განმავლობაში მაინც შესაძლებელია, რომ ნაცხში ვირუსი აღმოჩნდეს დადებითი. შესაბამისად, კარანტინის ბოლოს პაციენტები ისევ იტესტებიან. ეს პაციენტი სუსტად დადებითი აღმოჩნდა. როგორც ვიცი, ის დარჩება კარანტინში, 4 დღეში ანალიზი კარანტინშივე გადამოწმდება”, – განაცხადა მეჭურჭლიშვილმა.