მსოფლიოში ახალი კორონავირუსის პანდეემიის გამო, სხვა ქვეყნების კვალდაკვალ მოსახლეობას გარკვეული პრობლემები საქართველოც შეექმნა. თუმცა, ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად, იხსნება და მთავრობამაც ეკონომიკის სწრაფი ზრდისთვის ანტიკრიზისული გეგმა შეუმუშავა. ანტიკრიზისული გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტი სოფლის მეურნეობისა და მცირე მეწარმეებეობის ხელშეწყობაა.
უკვე არსებული სახელმწიფო პროგრამით, „აწარმოე საქართველოში“ დაფინანსებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ციური ფიფიამ ისარგებლა, რომელმაც მეგობართან, ხათუნა მჭედლიძესთან ერთად ბაღდათში საცხობი გააკეთა. წარმოების შესახებ ინდმეწარმე „რეგიონულ კვირას„ ესაუბრა. როგორც ციური ფიფია ჰყვება, დაწყებული საქმით კმაყოფილია, რადგან მოლოდინი გაუმართლდა და უფრო მეტიც, უკვე წარმოების გაფართოებაზე ფიქრობს.
„ჩვენ ვართ „აწარმოე საქართველოს“ დაფინანსებული. ძალიან კმაყოფილი ვართ ამ პროექტის. დიდი ხანი გვქონდა გეგმაში, რომ ასეთი რამ გაგვეკეთებინა, მაგრამ მე ვერ გავაკეთე, რადგან არ მქონდა ამის საშუალება. გახსნის დღიდან ჩვენ არ გავჩერებულვართ. მაქვს კიდევ გეგმაში, რომ გავაფართოვო. ნატურალური პროდუქტისგან უფრო მეტი და მრავალფეროვანი პროდუქტი გავაკეთო. ძალიან კმაყოფილი ვართ. გაამართლა ამ პროექტმა”, – ამბობს ციური ფიფია.
“რეგიონული კვირა” ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განყოფილების უფროსს, დავით მშვილდაძესაც ესაუბრა. მისი თქმით, რეგიონში “აწარმოე საქართველოშის” პროგრამით უკვე ბევრმა ადამიანმა ისარგებლმა და საკუთარი მცირე ბიზნესი შექმნა.
„ამ პროგრამაში ბევრმა მიიღო მონაწილეობა. რაც უკვე ვნახეთ, ამ წარმობის გარდა, ასევე, არის სილამაზის სალონები, გაიზარდა თანხები და მთავრობამ 30 000 ლარამდე გაზარდა დაფინანსება. დაახლოებით, 40 000000-ის ფარგლებშია, ჯამურად და ბევრი ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. უკვე დაიწყო განცხადებების მიღება. ეკონომიკის სამინისტროს ეგიდით კეთდება ეს ყველაფერი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ეს ყველაფერი კეთდება არა დიდ ქალაქებში, არამედ რეგიონებში. რეგიონის მოსახლეობას ეხმარება მთავრობა“, – განაცხადა დავით მშვილდაძემ.
შეგახსენებთ, სოფლის მეურნეობის აღორძინება და რეგიონების განვითარებისთვის მცირე მეწარმეების დაფინანსება მთავრობის გადაწყვეტილებით, ანტიკრიზისული გეგმის პრიორიტეტულ ნაწილს წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც უკვე არსებულ სახელმწიფო პროგრამებსა და შეღავათებს დაფინანსება დაემატა და პროექტში ჩართვის წესებიც გამარტივდა.