თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ინფორმაციით, მათ კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 50 პაციენტი მკურნალობს.

კლინიკის “ფეისბუქგვერდზე” გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, კორონავირუსისგან კლინიკაში მყოფი კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

“12 მაისის მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში სულ მოთავსებულია 63 პაციენტი, აქედან კოვიდინფიცირებულია 50 პაციენტი. რეანიმაციის მიმართულებაში მკურნალობას გადის 3 პაციენტი. თერაპიულ მიმართულებაში მოთავსებულია 54 პაციენტი. გამოჯანმრთელდა 1 პაციენტი”, – აღნიშნულია პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის “ფეისბუქგვერდზე” გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები