11 მაისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება – უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. როგორც “კვირას” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა, ხვალ დედაქალაქში დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია წვიმა ელჭექით.

“11 მაისამდე საქართველოში არამდგრადი ამინდები შენარჩუნდება. ხვალ დასავლეთ საქართველოს უმეტეს რეგიონში კვლავ განახლდება წვიმა, ზოგან – ელჭექით.
​რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს – დღის მეორე ნახევრიდან მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ასევე, სეტყვა. გაძლიერდება ქარი დასავლეთის მიმართულებით.
​ჰაერის ტემპერატურა დასავლეთში კვლავ გრილი, დაახლოებით +15-20 გრადუსი იქნება. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ბარში ტემპერატურა +20-25 გრადუსამდე დაფიქსირდება.
​დედაქალაქში დღის პირველ ნახევარში უნალექო ამინდი იქნება, თუმცა საღამოს მოსალოდნელია წვიმა ელჭექით. გაძლიერდება ქარიც, ჰაერის ტემპერატურა კი, +22-24 გრადუსამდეა მოსალოდნელი.
9 მაისიდან 11 მაისის ჩათვლით, საქართველოს უმეტეს რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმები და ტემპერატურის ვარდნა, თუმცა შესუსტდება ქარი”, – განაცხადა დოდო გვაზავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები