ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება
ხვალიდან, 5 მაისიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები მოიხსნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე განმარტებით, ამ ეტაპზე, შეზღუდვები დარჩება თბილისსა და რუსთავში.
„თბილისსა და რუსთავშიც უახლოეს დღეებში იქნება შესაბამისი გადაწყვეტილებები მიღებული. იმედი ვიქონიოთ, რომ საკითხი კვირის ბოლომდე დადებითად გადაწყდება“, – განაცხადა გახარიამ.