ლევან რატიანი: კორონავირუსით გარდაცვლილი მეცხრე პაციენტი დაახლოებით 60 წლის ქალია, მას ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილი მე-9 პაციენტი “თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში” მკურნალობდა.

როგორც “კვირას” კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა განუცხადა, გარდაცვლილი დაახლოებით 60 წლამდე ასაკის ქალია, რომელსაც ქრონიკული დაავადებები აღენიშნებოდა.

„პაციენტი, დაახლოებით 60 წლამდე ასაკის ქალია, სამი კვირის განმავლობაში იყო კლინიკაში მოთავსებული. აღენიშნებოდა ქრონიკული დაავადებები. მას ჰქონდა ფილტვის ობსტრუქციული დაავადება, ბრონქული ასთმა მძიმე მიმდინარეობით. პაციენტი მოთავსდა რამდენიმე კვირის წინ ჩვენს კლინიკაში. პირველ ეტაპზე იყო თერაპიულ განყოფილებაში, პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობა უტარდებოდა. დაუფიქსირდა სუნთქვის უკმარისობა, კლინიკურად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული დისტრესი, მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კლინიკურად სახეზე იყო მძიმე სომატური პათოლოგიების ფონზე განვითარებული პოლიორგანული კლინიკა, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, მიოკარდიტი”,- განმარტა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები