თეთრიწყაროში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტიდან ლუგარუს ლაბორატორიაში გუშინ 21 პირის საკვლევი მასალა გაიგზავნა- ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” თეთრიწყაროს მერიაში  განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

” გუშინ გავგზავნეთ 21 საკვლევი მასალა ლუგარის ლაბორატორიაში. საბედნიეროდ, ყველა პასუხი უარყოფითია”, – განაცხადეს თეთრიწყაროს მერიაში.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის დიაგნოზით 43 ადამიანი მკურნალობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები