პრეზიდენტი პარლამენტს მოხსენებას 17 თებერვლის სასესიო კვირის განმავლობაში წარუდგენს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ყოველწლიურ მოხსენებას 17 თებერვალს, სასესიო კვირის განმავლობაში, წარუდგენს. “ამის თაობაზე საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი მას შემდეგ შეთანხმდნენ, რაც შეჯერდა პრეზიდენტისა და პარლამენტის სამუშაო გრაფიკები და შედგა კონსულტაციები საპარლამენტო უმრავლესობასთან და უმცირესობასთან,“- აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.