გორის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში: კარალეთში, თეგვისსა და ფლავში მცხოვრები 80-მდე პირი ამ დრომდე შიდა იზოლაციაში რჩება. ყველა მათგანი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მომუშავე უმცროსსი მედდის კონტაქტია.
ბოლო მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტში კოვიდ 19-ის 4 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან ორი მცირეწლოვანია.
ცნობისთვის, სანიტარს კორონავირუსი 28 აპრილს დაუდასტურდა. ამ დროისთვის, დაინფიცირებული ქალის ყველა კონტაქტი დადგენილია. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.