გორის სამხედრო ჰოსპიტალის განცხადება დაინფიცირებული სანიტრის შესახებ

გორის სამხედრო ჰოსპიტალმა ამავე დაწესებულებაში მომუშავე, კოვიდ 19-ით ინფიცირებული სანიტრის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიმდინარეობს დაინფიცირებული პაციენტის კონტაქტების დადგენა.

“გორის სამხედრო ჰოსპიტალის უმცროს მედდას გეგმიური PCR ტესტირებისას დაუდასტურდა COVID-19. ექთანს ჰოსპიტალის ექიმებთან შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე კონტაქტი არ ჰქონია, თუმცა ამის მიუხედავად, მასთან შემხებლობაში მყოფ პერსონალს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია. აქვე მოგახსენებთ, რომ ჰოსპიტალის გარეთ მოძიებულია ყველა კონტაქტი და მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენბეთ, გორის სამხედრო ჰოსპიტალის სანიტარს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები