იმერეთში covid19-ის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსზე 157 კვლევა გაკეთდა და ყველა უარყოფითია, მათ შორის, გამოიკვლიეს 37 მედიკოსი, ხოლო 11 – ე.წ. წყალტუბოს კლასტერიდან, რომლებიც ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით გუშინ მოთავსებული პაციენტის უშუალო კონტაქტები არიან.

კლინიკაში, ჯამურად, 18 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, მათგან მძიმე ან კრიტიკული არცერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის.

“გასული დღე-ღამის განმავლობაში ახალი შემთხვევა არ ყოფილა. 18 ადამიანი იმყოფება სტაციონარში, ყველა მათგანის მდგომარეობა, შეიძლება ითქვას, რომ დამაკმაყოფილებელია. ასევე, ვამზადებთ სამ პაციენტს გაწერისთვის, თუკი მათი განმეორებითი ტესტებიც უარყოფითი იქნება დატოვებენ კლინიკას.

ცნობისთვის, ქუთაისის ახალი ინფექციური კლინიკა 19 გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა უკვე დატოვა.

შეგახსენებთ, საქარველოში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან გამოჯანმრთელდა – 167, გარდაიცვალა 6 ადამიანი. ამ დროსითვის კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5153 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 549 პაციენტია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები