ნინა კობახიძე: სოციალურად გამართული დახმარების პაკეტია, მაქსიმუმია, ჩემი აზრით, რაც ამ სიტუაციაში შეიძლებოდა ყოფილიყო

“სოციალურად გამართული დახმარების პაკეტია, მაქსიმუმია, ჩემი აზრით, რაც ამ სიტუაციაში შეიძლებოდა ყოფილიყო”, – ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ბენეფიტის” დამფუძნებელი, ნინა კობახიძე სოციალურ ქსელში წერს და ანტიკრიზისულ ეკონომიკურ გეგმას ეხმიანება, რომელიც პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ წარადგინა.

„ის, ვინც დაკარგა სამსახური ან გაუშვეს უხელფასო შვებულებაში, მიიღებს ყოველთვე 200-ლარიან დახმარებას მაქსიმუმ 6 თვე, ჯამი 1200 ლარი; დამსაქმებელი იმ თანამშრომლებზე, ვისაც აქვთ 750-ლარიანი ხელფასი, გათავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან ამ თანხებზე 6 თვის განმავლობაში; პენსიები იზრდება; თვითდასაქმებულები, ვინც დაასაბუთებენ, რომ დაკარგეს შემოსავალი, მიიღებენ დახმარებას. მოწყვლად ჯგუფებზე დახმარება ყველაზე გათვალისწინებულია შშმ პირებზე, მრავალშვილიანებზე და ა. შ. გამოაქვეყნებენ”, – წერს ნინა კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები