გიორგი გახარია: მინდა, პირველ ყოვლისა, მადლობა გადავუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან ვირუსის გავრცელებასთან და ასევე მათ, ვინც რჩება სახლში
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ მადლობა გადაუხადა ადამიანებს, რომლებიც წინა ხაზზე იბრძვიან ვირუსის გავრცელების შესაკავებლად და ასევე მათ, ვინც რჩება სახლში.
„სწორედ ამიტომ, ჩვენ ვართ და ვიყავით იძულებულნი, მიგვეღო ბევრი ისეთი, ჩვენი მოქალაქეებისთვის საკმაოდ დისკომფორტული ნაბიჯი, რომელიც ცვლის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას. სწორედ ამიტომ, მინდა, პირველ ყოვლისა, მადლობა გადავუხადო და დავიწყო მადლობით იმ ადამიანების წინაშე, რომლებიც წინა ხაზზე არიან და იბრძვიან ვირუსის გავრცელებასთან. ასევე, ხაზგასმით მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებიც რჩებიან სახლში და იცავენ იმ აუცილებელ პირობებს, რომლებიც აუცილებელია დღეს ჩვენთვის, რათა გავუმკლავდეთ ამ ვირუსს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.