ლევან გოფოძე: “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” მყოფი, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია
“რესპუბლიკური საავადმყოფოს” დირექტორის, ლევან გოფოძის თქმით, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი მკურნალობს და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, კორონავირუსზე კვლევა დღეს, დაახლოებით, 20 პაციენტს ჩაუტარდა.
„ამ დროისთვის, “რესპუბლიკურ საავადმყოფოში” 50 პაციენტია დაკვირვების ქვეშ. გუშინ 26 პაციენტს ჩაუტარდა ტესტირება და ყველა პასუხი იყო ნეგატიური. თერთმეტი არის კოვიდინფიცირებული და ყველა მათგანის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თერთმეტივე იმყოფება ინტენსიური თერაპიის პალატაში. არცერთს სჭირდება მართვითი სუნთქვა მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობასთან პნევმონიაა დადგენილი.
იმ ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციაში გვყავდა, თანდათან გაუმჯობესდა. ერთი მართვით სუნთქვაზე აღარ არის, ხოლო მეორის მდგომარეობა კვლავ მძიმე რჩება. თუმცა იქაც გაუმჯობესება გვაქვს, რაც საიმედოდ მიმაჩნია.
დღეს კიდევ, დაახლოებით, 20 პაციენტზე გაკეთდა ტესტები და პასუხს ველოდებით ტრადიციულად გვიან ღამით. ამ დროისთვის, საავადმყოფოში გვრჩება, დაახლოებით, 15 თავისუფალი ადგილი. ჩვენ პაციენტებს ინდივიდურად ვათავსებთ პალატებში, თუ არ არიან ერთი ოჯახის წევრები”, – განაცხადა ლევან გოფოძემ.