“თბილისის მედიცინის ინსტიტუტის კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის დაინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია”

თბილისის მედიცინის ინსტიტუტის დირექტორის, გიორგი კაჭახიძის თქმით, მათ კლინიკაში გუშინ გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევის შემდეგ, კლინიკის მედპერსონალისა და პაციენტების გამოკვლევა მიმდინარეობს.

მისივე თქმით, კორონავირუსით ინფიცირებული ექიმის დაინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.

“ის არის სტაციონარის ექიმი. შეხება არავისთან  ჰქონდა. უკიდურესად დაბალია იმის შანსი, რომ მომხდარიყო პაციენტების ინფიცირება. თუ საიდან შეიძლება დაინფიცირებულიყო, არსებობს სამი ვარიანტი: პირველი – პაციენტისგან, მეორე ვარიანტი არის ოჯახის წევრისგან და მესამე ვარიანტი კი ჩვენი რომელიმე  თანამშრომლისგან, რომელიც შეიძლება, ყოფილიყო ინფიცირებული და ასიმპტომური.

მედპერსონალისა და პაციენტების ანალიზები ლუგარის ლაბორატორიაშია გაგზავნილი. რამდენიმე კვლევის შედეგი, რომელიც ცენტრმა უკვე მიიღო, ნეგატიურია, ნაწილს დღის განმავლობაში ველოდებით. 30-მდე თანამშრომელი რჩება კლინიკაში, რომელიც  აუცილებელია, რათა ამ პაციენტებს სამედიცინო მომსახურება გაუწიოს”, – განაცხადა გიორგი კაჭახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები