მოლდოვაში კორონავირუსით 257 ექიმია ინფიცირებული

მოლდოვაში კორონავირუსით 257 მედიკოსია ინფიცირებული, – წერს Balkan Insight-ი.

კერძოდ, ინფიცირებულთა შორის არიან 70 ექიმი, 88 მედდა, 76 სამედიცინო პერსონალი, 19 სასწრაფო დახმარების ექიმი, ოთხი ფარმაცევტი.

ჯამურად, მოლდოვაში კორონავირუსის 965 დადასტურებული შემთხვევაა, 77 პაციენტი მძიმე მდგომარეობაში იმყოფება, 40 ადამიანი კი განიკურნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები