„ჩემი კოლეგა გმირია, ის ემსახურებოდა ფსიქიურად დაავადებულ პაციენტს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი გაძნელებული იყო” – იმნაძე ინფიცირებულ ექთანზე
“ჩემი კოლეგა არის გმირი”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსით ინფიცირებულ ექთანთან დაკავშირებით განაცხადა.
იმნაძის თქმით, მედიკოსმა ვერ შეძლო, რომ ინფიცირებულ პაციენტთან უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ბოლომდე დაცული ყოფილიყო.
როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსის ყველა კონტაქტი მიკვლეულია.
„ეს ჩემი კოლეგა არის გმირი იმიტომ, რომ ის ემსახურებოდა პაციენტს, ფსიქიურად დაავადებულ ადამიანს, რომელთანაც ფიზიკური კონტაქტი იყო გაძნელებული. ამ ადამიანმა გააკეთა ყველაფერი, რომ ამ პაციენტისთვის მოევლო და, სამწუხაროდ, მან ვერ შეძლო ბოლომდე დაცული ყოფილიყო უშუალო ფიზიკური კონტაქტისგან ამ პაციენტთან. გამგები გაიგებს, იქ რა ხდებოდა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მისი ყველა კონტაქტი მიკვლეულია და ყურადღების ქვეშაა, მაგრამ თვითონ ჩემი ეს კოლეგა გმირია“, – განაცხადა იმნაძემ.
თამუნა შეყილაძე