4 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება
პარლამენტის საგაზაფხულო სესია მომავალ კვირას ბიუროს სხდომით გაიხსნება. გახსნისას, ასევე დაგეგმილია საკომიტეტო სხდომები. საგაზაფხილო სესიის პირველი პლენარული სხდომის დღის წესრიგს ბიურო დაადგენს.
უმრავლესობის წარმომადგელების განცხადებით, მომავალი კვირისთვის პარლამენტი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე მუშაობას დაასრულებს და ინიცირებულ პაკეტს მესამე მოსმენით დაამტკიცებს.
სავარაუდოდ, მომავალი კვირისთვის პარლამენტში საარჩევნო კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებებიც იქნება ინიცირებული, თუმცა სათანადო გადაწყვეტილებები ჯერ ინტერფრაქციულ ჯგუფშია მისაღები.