ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოში სამხედრო ნაწილიდან გვყავს რამდენიმე ადამიანი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში სამხედრო ნაწილიდან დაახლოებით 7 ადამიანი იმყოფება.

მისივე თქმით, შესაძლებელია კორონავირუსზე დიაგნოსტირების მიზნით მათზე ტესტირების ჩატარება.

“სამხედრო ნაწილიდან გვყავს რამდენიმე ადამიანი, დაახლოებით, 7 სამხედრო მოსამსახურეა, ძირითადად, ჯარისკაცები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ჩვენთან შემოვიდნენ განსაზღვრული ცხელებით, მაგრამ ამჟამად ცხელება არცერთს  აღენიშნება. შესაძლებელია, მათი გატესტვაც მოხდეს. ამის შემდეგ გადაწყდება, კარანტინში წავლენ თუ თვითიზოლაციაში. მარნეულის ზონიდანაც გვყავს ჯარისკაცები, ერთი გვყავს დმანისიდან, ყველა მარნეულის ზონიდან არ არის”, – განმარტა გოფოძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები