კახა კალაძე: კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს, მთავარია ადამიანების მხარდაჭერა
“კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარედ რაც გუშინ ხდებოდა, ეს იყო ძალიან საგანგაშო და ცუდი, ადამიანებმა ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან თავი უნდა შეიკავონ”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს და მთავარი ადამიანების მხარდაჭერაა.
„გუშინ რაც ვიხილეთ, ეს იყო ძალიან საგანგაშო და ცუდი, რაც ხდებოდა კუს ტბისა და ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიებზე. ეს არის ძალიან საშიში. შესაბამისად, გვინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მოსახლეობას, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებზე მისვლისგან. კორონავირუსთან ბრძოლაში მხოლოდ სახელმწიფო ვერაფერს გააკეთებს. აქ მთავარია ადამიანების კონსოლიდაცია, თვითშეგნება და მხარდაჭერა“, – განაცხადა კახა კალაძემ.