პაატა იმნაძე: საქართველოში კორონავირუსის თურქეთიდან შემოტანის შემთხვევები ფიქსირდება

“დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის” დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები დაფიქსირდა.

მისივე თქმით, კორონავირუსის შემოტანის შემთხვევები გეოგრაფიულად საკმაოდ გაფართოვდა.

„ახალი ქვეყანა ფიქსირდება უკვე – თურქეთიდან შემოტანილი შემთხვევები. ასევე, დაემატა აშშ-იდან შემოტანილ კლასტერში შემთხვევები – ერთი შემოსული და ერთიც ოჯახის წევრზე გადაცემა. ასე რომ, გეოგრაფიულად საკმაოდ გაფართოვდა შემოტანილი შემთხვევები და ჯერ ყველა მაქსიმალურად კონტროლდება“, – განმარტა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 67 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა, აქედან ორი ავსტრიის მოქალაქეა, რომლებიც სპეცრეისით სამშობლოში უკვე დააბრუნეს. გამოჯანმრთელებულია 9 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები