ირაკლი ღარიბაშვილი ბელგიაში ვიზიტს იწყებს

   საქართველოს პრემიერ-მინისტრი 3-5 თებერვალს ბელგიის სამეფოს ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის კომისარ შტეფან ფულეს და ევროკომისიის პრეზიდენტ ხოსე მანუელ ბაროსოს შეხვდება.
გადრა ამისა, პრემიერ-მინისტრი შეხვდება ევროპის საშინაო საქმეების კომისარს სესილია მალმსტრომს და ევროპის ენერგეტიკის კომისარ გიუნტერ ოტინგერს. დაგეგმილია შეხვედრა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონთან. ბელგიის სამეფოში ვიზიტისას, ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივანს ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება და მასთან ერთად მედიისთვის განცხადებას გააკეთებს. პრემიერი დაესწრება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას, დაგეგმილია სიტყვით გამოსვლა ეგმონტის ინსტიტუტის კონფერენციაზე, ასევე მიწვეულია ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან სამუშაო სადილზე. ბელგიის სამეფოში მნიშვნელოვანი შეხვედრების გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენიმე უცხოურ მედიასაშუალებას ინტერვიუს მისცემს – შედგება ინტერვიუ ტელეკომპანია BBC-თან, ფრანგულ საერთაშორისო სამაუწყებლო ტელეკომპანია FRANCE 24-თან, ასევე REUTERS-თან, EURONEWS-თან, WSJ და LE MONDE-თან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები