„თუ დაინფიცირდით, არ უნდა მიეცეთ დეპრესიას“- ექიმის თქმით, კორონავირუსთან ბრძოლას ხელს პაციენტის კარგი განწყობაც უწყობს
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კორონავირუსთან ეფექტიან ბრძოლას ხელს პაციენტის კარგი განწყობაც უწყობს.
როგორც რატიანმა დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს ჩაუტარეს ექსპერიმენტი, დაჰყვეს 2 ჯგუფად და აღმოჩნდა, რომ ვისაც კარგი განწყობა და ბრძოლის უნარი ჰქონდა, 12-დან 15 დღეში ინფექცია დაძლია.
„კიდევ ერთხელ მინდა, ჩვენს მოსახლეობას მივმართო – კარგია, რაც უფრო კარგ განწყობაზე ვიქნებით. და თუ მოხდა ჩვენი ორგანიზმის ინფიცირება – არ უნდა მივეცეთ დეპრესიას. უნდა ვიბრძოლოთ და უნდა ვიყოთ კარგ ხასიათზე, რომ ეს ყველაფერი მალევე გადავლახოთ”, – განაცხადა რატიანმა.
თამუნა შეყილაძე