პაატა იმნაძე: საგანგებო მდგომარეობაში ვართ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე

“საგანგებო მდგომარეობაში ვართ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე”, – ამის შესახებ „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „TV პირველის“ ეთერში განაცხადა.
იმნაძის თქმით, რაც უფრო მატულობს კორონავირუსის გავრცელების რისკები, შესაბამისად, მატულობს სოციალური დისტანცირების ზომები.

„ყველაფერი კეთდება იმისდა მიხედვით, თუ როგორია ეპიდომიოლოგიური სიტუაცია. რაც უფრო მატულობს ვირუსის გავრცელების რისკები, შესაბამისად, მატულობს სოციალური დისტანცირების ზომები. ჯერ იყო სკოლები, სასწავლებლები, აღარ ჩამოვთვლი, ყველას საქმის კურსშია, რა გაკეთდა ამ მიმართულებით.
პრაქტიკულად, ქვეყანში რაც ხორციელდება, ბევრ ქვეყანაში ეს ხორციელდება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების პირობებში. საქართველოში ყველაფერი ეს გაკეთდა. საგანგებო მდგომარეობაში ვართ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე“, – განაცხადა იმნაძემ.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები