ლევან გოფოძე: რესპუბლიკურ საავადმყოფოს 2 პაციენტი დატოვებს, მათ არანაირი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ
“დღეს კლინიკას დატოვებს დაკვირვების ქვეშ მყოფი ორი პაციენტი, რომლებსაც არანაირი კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებათ”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, ლევან გოფოძემ განაცხადა.
“რესპუბლიკურ საავადმყოფოს აქვს რესურსი, იმ შემთხვევაში თუ დაავადებულები ჩვენთან შემოსვლას დაიწყებენ და დაირღვევა იზოლირებულად პაციენტების მოთავსების პრინციპი, ანუ როდესაც შეიძლება 2-3 ინფიცირებული ერთად მოათავსო, 120 პაციენტის მიღება შეუძლია თავისი რეანიმაციითა და ინტენსიური თერაპიის ადგილებით.
დღეს კლინიკას დატოვებს დაკვირვების ქვეშ მყოფი ორი პაციენტი, რომლებსაც არ აღენიშნებათ არანაირი კლინიკური ნიშნები”, – განაცხადა გოფოძემ.