გიორგი გახარია: ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ
“პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ინფექციის გავრცელების შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება.
“მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის განმავლობაში საბჭო და მთავრობა ეფექტურად ახორციელებდა დაავადების, ინფექციის განვითარების შეჩერების ფუნქციას, დღეს უკვე, ფაქტობრივად, გადავდივართ გავრცელების ეტაპზე, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას, რომ შემთხვევების რაოდენობა გაიზრდება. ეს ობიექტური რეალობაა და ჩვენ ამაზე ღიად უნდა ვისაუბროთ. გარდა ამისა, ეს ნიშნავს, რომ პროცესების მიდგომები და მენეჯმენტი უნდა შეიცვალოს. პრინციპული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენ ეპიდემიის გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. შეჩერების ეტაპიდან გავრცელების ეტაპზე გადავდივართ. ეს გადასვლა ძალზედ მნიშვნელოვანია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის”, – განაცხადა გახარიამ.