საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეები უკან გააბრუნეს
საქართველო-აზერბაიჯანის ლაგოდეხის გამშვებ-პუნქტზე უცხო ქვეყნის 8 მოქალაქე საზღვარზე არ შემოუშვეს.
როგორც “რეგიონულ კვირას” საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ლაგოდეხის განყოფილებაში განუცხადეს, გერმანიის ერთ, აზერბაიჯანის ექვს და შვეიცარიის ერთ მოქალაქეს მაღალი ტემპერატურა უფიქსირდებოდათ, რის გამოც საზღვრის დატოვება მოუხდათ.
“შემთხვევა დღეს მოხდა, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს უფიქსირდებოდათ ტემპერატურა და მოხდა მათი უკან გაბრუნება”, – განაცხადა ცენტრის ხელმძღვანელმა, მაკა ხმალაძემ.