გიორგი გახარია: ახლა პანიკის დრო არ არის, ახლა ეფექტიანი ნაბიჯებისა და ქმედებების დროა

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, კორონავირუსთან დაკავშირებით ქვეყანაში ახლა პანიკის დრო არ არის და ეფექტიანი ნაბიჯებია გადასადგამი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის სტიმულირების ღონისძიებების გეგმა წარადგინა, ამ გლობალურ გამოწვევას, პირველ ყოვლისა, მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობითა და ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვუპასუხოთ.

„ღონისძიებები და ნაბიჯები იყო გადადგმული, პირველ ყოვლისა, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად, ხოლო შემდგომ, რა თქმა უნდა, მეორე, ასევე კრიტიკულად მნიშვნელოვანი საკითხი ჩვენთვის გახლავთ ეკონომიკა და ის მასტიმულირებელი ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადავდგათ, რათა ნაკლებად აისახოს ეკონომიკაზე ზეგავლენა, რომელიც აუცილებლად იქნება. რაც შეეხება ჯანმრთელობის ნაწილს – მოგეხსენებათ, რომ საქათველოს მთავრობამ პირველივე დღიდან შექმნა საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც მოქმედებს ყოველდღიურ რეჟიმში და, შესაბამისად ახორციელებს და დგამს იმ ნაბიჯებს, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად. საკოორდინაციო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს მთავრობამ მიიღო ის გადაწყვეტილებები, რომლებიც კარგად არის ცნობილი და თითოეულმა ჩვენგანმა უკვე კარგად იცის. არც ერთ შემთხვევაში ახლა არ არის პანიკის დრო, ახლა არის კონკრეტული და ძალზედ ეფექტური ნაბიჯებისა და ქმედებების დრო“, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები