შსს მოქალაქეებს მოუწოდებს, გარდაუვალი აუცილებლობის გარდა, მომსახურების ცენტრებში ვიზიტს თავი აარიდნონ

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების და რეკომენდაციების აღსრულების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი და მიგრაციის დეპარტამენტი შესაბამის ღონისძიებებს მიმართავს.
უწყების ინფორმაციით, ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ისარგებლონ ელექტრონული სერვისებით და მომსახურების სააგენტოს, ერთიანი მომსახურების ცენტრებსა და მიგრაციის დეპარტამენტს მხოლოდ გარდაუვალი აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ.
აღსანიშნავია, რომ, რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის სტრუქტურულ ერთეულებში მთელი ქვეყნის მასშტაბით რეგულარულად მიმდინარეობს სადეზინფექციო სამუშაოები. შესაბამისად, პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილი სადეზინფექციო სამუშაოების გამო, მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული 14, 17 და 19 მარტს, ხოლო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების თბილისისა და რუსთავის სერვის ცენტრები – 14 მარტს წყვეტს სამუშაო რეჟიმს და მოქალაქეებს ვერ მოემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები