ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში იტალიიდან ჩამოსული ორი მოქალაქე გადაიყვანეს

ქუთაისის ინფექციურ საავადნყოფოში იტალიიდან ჩამოსული ორი მოქალაქე გადაიყვანეს. როგორც კლინიკაში აცხადებენ, მათ ტემპერატურა უფიქსირდებოდათ, რის გამოც საავადმყოფოში შემოწმებებზე გახდა მათი გადაყვანა საჭირო.
კლინიკის მთავარი ექიმის განცხადებით, ორივე პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ისინი კარანტინს წყალტუბოში, ერთ-ერთ სასტუმროში გადიოდნენ. მათ ანალიზები უკვე აუღეს.

ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში, ამ დროისთვის, სულ 8 პაციენტია მოთავსებული. ნაწილი საზღვარგარეთ იყო, ნაწილს კი კონტაქტი ჰქონდა ჩამოსულებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები