ირაკლი ჩიქოვანი თურქეთის რესპუბლიკის ელჩსა და სამხედრო ატაშეს შეხვდა
ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მუსტაფა თურქერ არის და სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს შეხვდა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხები განიხილეს.
ირაკლი ჩიქოვანმა სამხედრო ატაშეს, პოლკოვნიკ ილჰან ოქტენდურალს, რომელიც საქართველოში საკუთარ მისიას ასრულებს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.