რუსთავის მერია მუშაობის ონლაინრეჟიმზე გადადის

რუსთავის მერია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მუშაობის ნაწილობრივ ონლაინრეჟიმზე გადადის. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” რუსთავის მერიიდან აცნობეს.

მერია მოსახლეობას მოუწოდებს, ისარგებლონ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და ადმინისტრაციის შენობაში განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მივიდნენ.

„COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების შესაბამისად, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია მუშაობის ნაწილობრივ ონლაინ რეჟიმზე გადადის.

მოგმართავთ თხოვნით, ისარგებლოთ კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით და მუნიციპალიტეტში განსაკუთრებული საჭიროების შემთხვევაში მობრძანდეთ.

ნებისმიერი წერილი თანდართული დოკუმენტაციით, შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მერიის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე rustavi.municipality@rustavi.gov.ge ან დაგვიკავშირდით მერიის ცხელ ხაზზე: 0(341) 25 51 27, 25 51 83, 27 00 05“, – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები