გერმანიაში კორონავირუსისგან გარდაცვალების პირველი შემთხვევები გამოვლინდა

გერმანიაში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილის ორი ფაქტი გამოვლინდა.

DW-ს ინფორმაციით, ვირუსს ჰაინსბერგში მამაკაცი ემსხვერპლა, ხოლო ესენში – 89 წლის ქალი.

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს შპანმა ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადებების მქონე მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა.

ამასთან, ბრანდერბურგის ფედერალურ მიწაში თვითიზოლაციაში 5 ათასამდე ადამიანია გაგზავნილი. აღნიშნული მას შემდეგ მოხდა, რაც ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი ბერლინში მცხოვრებ კორონავირუსით დაინფიცირებულ ქალთან იყო კონტაქტში. სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

9 მარტის მონაცემით, გერმანიაში 1112 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები