“კორონავირუსზე ტესტის გაკეთება და უარყოფითი შედეგი ინკუბაციურ პერიოდში არ ნიშნავს, რომ ადამიანს არაფერი სჭირს, ინკუბაციურ პერიოდში ტესტი ვირუსს ვერ იჭერს”

“კორონავირუსზე ტესტის გაკეთება და უარყოფითი შედეგი ინკუბაციურ პერიოდში არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაწყნარდეს, რომ მას არ ექნება არაფერი, ტესტი ვირუსს მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იჭერს”, – ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ინკუბაციური პერიოდის მაქსიმუმი 14 დღეა.

“ტესტის გაკეთება და უარყოფითი შედეგი ინკუბაციურ პერიოდში არ ნიშნავს, რომ ადამიანი დაწყნარდეს, რომ მას არ ექნება არაფერი. ინკუბაციური პერიოდი არის მაქსიმუმი 14 დღე. ტესტი მეათე დღეს შეიძლება, იყოს უარყოფითი და მეთერთმეტე დღეს დაიწყოს დაავადება. ინკუბაციურ პერიოდში ტესტი ვერ იჭერს ვირუსს, ტესტი იჭერს ვირუსს მხოლოდ სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში. გადადების ალბათობა მაღალია, თუ თქვენ გქონდათ 15 წუთი და მეტი უშუალო პირდაპირი კონტაქტი ერთი მეტრის მანძილზე და ნაკლები, გადადის წვეთოვანი გზით, ჰაერით გადაცემა ჯერ არ არის დადასტურებული”, – განმარტა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები