აშშ-ში კორონავირუსით დაინფიცირების 709 შემთხვევაა დადასტურებული, 22 პაციენტი გარდაიცვალა
აშშ-ში კორონავირუსით 709 ადამიანია ინფიცირებული, 22 შემთხვევა ლეტალურად დასრულდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.
გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა.
ამასთან, ხელისუფლება კორონავირუსის ტესტირებას შეზღუდულად ატარებს.