გია ვოლსკი: არ მშორდება ის აზრი, რომ ოპოზიციას არჩევნების ჩატარება არ უნდა

“მე პირადად არ მშორდება ის აზრი, რომ ოპოზიციას არჩევნების ჩატარება არ უნდა, არ უნდა შეთანხმების შესრულება, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება, ეს შთაბეჭდილება იმიტომ მრჩება, რომ ყოველწუთას პოლიტპატიმრებზე აქვთ საუბარი”,- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

“მე პირადად არ მშორდება ის აზრი, რომ ამათ არჩევნების ჩატარება არ უნდათ. არ უნდათ შეთანხმების შესრულება, რომელიც საარჩევნო სისტემას ეხება. ეს შთაბეჭდილება იმიტომ მრჩება, რომ ყოველწუთას პოლიტპატიმრებზე აქვთ საუბარი, რომელსაც არანაირი ნიშანი პოლიტპატიმრობისა არ გააჩნია და მექანიზმი არ არსებობს, რომელსაც პოლიტიკური ხელმძღვანელობა ნიშნავდა, იჭერდა ან ათავისუფლებდა კონკრეტულ პიროვნებებს. ეს სისტემა 2004-2012 წლებში არსებობდა, ეს სისტემა აღარ არსებობს”, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები