დევნილთა სააგენტოს დირექტორმა აფხაზეთიდან დევნილ ალა ჯიქიას 8 მარტი მიულოცა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ბესარიონ სიმონიშვილი აფხაზეთიდან დევნილ 75 წლის ალა ჯიქიას ესტუმრა, მისი საცხოვრებელი პირობები მოინახულა და 8 მარტი მიულოცა,- ამის შესახებ ინფორმაციას “დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო” ავრცელებს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც აფხაზეთიდან, ისე ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ქალებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ყველა ქალბატონს მივულოცო ეს დღე. ჩვენი მიზანია, რომ ამ დღის აღნიშვნა არ იყოს მხოლოდ სიმბოლური და ყველა დევნილ ქალს ღირსეული საცხოვრებელი პირობები შევუქმნათ“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები