ამირან გამყრელიძე: იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით, შესწავლილია 76 ადამიანი, 50 კონტაქტის შესწავლა მიმდინარეობს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, გუშინ ლუგარის ლაბორატორიაში 39 პაციენტის ანალიზები გამოიკვლიეს, აქედან სამ შემთხვევაში კი ვირუსის არსებობა დამტკიცდა. მისივე თქმით, 30 იანვრიდან მოყოლებული დღემდე, საქართველოში კორონავირუსის სულ 319 შესაძლო შემთხვევა დაფიქსირდა, რომელიც ექვემდებარებოდა შესაბამის ლაბორატორიულ კვლევას.
„ყველა ეს შემთხვევა საქართველოში დაკავშირებულია იტალიასთან პირდაპირი ან ირიბი კონტაქტით და ორი არის დაკავშირებული ირანში მოგზაურობის ისტორიასთან. მიმდინარეობს ინტენსიურად კონტაქტების კვლევა. იტალიურ კლასტერთან დაკავშირებით შესწავლილია 76 ადამიანი, 50 კონტაქტის შესწავლა მიმდინარეობს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.