2020 წლის 5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში აივ ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

2020 წლის 5 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში 102 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 87 ახალი შემთხვევა იყო გამოვლენილი.

“სულ ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8 204 აივ ინფიცირებული. მათ შორის 6 125 მამაკაცია და 2 079 ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 39 წლამდეა. შიდსი დღემდე 4 271 პაციენტს განუვითარდა, 1 660 გარდაიცვალა.

2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით, აივ მკურნალობას იტარებს 5 102 პაციენტი, მათ შორის 45 ბავშვია.

რეგისტრირებულ შემთხვევათა განაწილება გადაცემის გზების მიხედვით ასეთია: 37.8 % (3 102) – ნარკოტიკების ინექციური მომხმარებელია; 48.5 % (3 977) – დაინფიცირდა ჰეტეროსექსუალური კონტაქტის შედეგად; 11.3 % (923) – მამაკაცები რომელთაც სექსი აქვთ მამაკაცთან; 1.3 % (110) – დაინფიცირდა ვერტიკალური გადაცემის გზით; 0.5 % (39) – სისხლის რეციპიენტია; 0.6 % (53) – გადაცემის გზა დაუდგენელია.

აივ ტესტირება და მკურნალობა საქართველოს მოქალქეებისთვის უფასოა. შიდსის ცენტრის ცხელი ხაზის ნომერია: 239-80-18.” – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები