გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები დააჯილდოვეს

საქართველოს გოეთეს ინსტიტუტში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრთან ერთად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა.

ეროვნული დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიას მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრნენ და გამარჯვებულები დააჯილდოვეს გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა და გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე საშა ფაბრიმ.

გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებულები გახდნენ ქეთევან კალანდაძე, #1 ექსპერიმენტული საჯარო სკოლის მოსწავლე და #195 საჯარო სკოლის მოსწავლე ელენე მინდიაშვილი. ისინი საქართველოს სახელით გერმანიაში, ქ. დრეზდენში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან, რომელიც 2020 წელს 26 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

გოეთეს ინსტიტუტში გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის დაჯილდოვებაზე „ანი-ZET”-ის რობერტ შუმანის ევროპული სასწავლებლის მოსწავლეებმა თამარ გოლიაძემ და ქეთევან ყიფიანმა ქალაქ ვაიმარში ახალგაზრდულ შეკრებაზე „ჩვენ ვართ მომავალი” გასამგზავრებელი საგზურები მიიღეს, ხოლო მათე ღვინჯილიას ვ. კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის #199 საჯარო სკოლის მოსწავლეს გადაეცა გოეთეს ინსტიტუტის გერმაული ენის შესწავლის კურსის ვაუჩერი.

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მსოფლიო მასშტაბით გერმანულ ენაში ყველაზე დიდი კონკურსია, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გერმანიაში ტარდება და მასში 5 კონტინეტის დახლოებით 75 ქვეყნის მოსწავლე მონაწილეობს. ეროვნულ ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები საერთაშორისო დონეზე ეჯიბრებიან ერთმანეთს ენის ცოდნაში, ჯგუფური მუშაობისა და კომუნიკაციის უნარებში. გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში გერმანული ენისადმი ინტერესისა და ტოლერანტობის გაღრმავებას, მათთვის გერმანული კულტურული მრავალფეროვნებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაცნობას.

გასულ წლებში საერთაშორისო ოლიმპიადა დრეზდენში (2008), ჰამბურგში (2010), ფრანკფურტში (2012,2014), ბერლინსა (2016) და ფრაიბურგში (2018) გაიმართა.

გერმანიის ელჩი საქართველოში ჰუბერტ ქნირში:

– მოხარული ვარ, რომ გოეთეს ინსტიტუტში ვიმყოფებით, სადაც გერმანული ენის ეროვნული ოლიმიადის გამარჯვებულები დავაჯილდოვეთ. ჩვენ საუკეთესო მოსწავლეები შევარჩიეთ, რომლებიც გერმანულ ენას სწავლობენ, მათგან კი 2 გერმანიაში გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრება. როდესაც ვხედავთ რომ გერმანული ენის კონკურსში იღებენ მონაწილეობას, ეს ჩვენც გვიღვიძებს მოტივაციას, რომ ჩვენც შევისწავლოთ უცხო ენები. მიმაჩნია რომ აქ ბევრი ახალგაზრდა დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდა და მათ ჰქონდათ მოტივაცია რომ გაემარჯვათ ამ ოლიმიადაში.

საშა ფაბრი, გოეთეს ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე

გერმანული ენის საერთაშორისო ოლიმპიადა არის ერთ-ერთი დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. წელს ამ ოლიმპიადას დრეზდენი უმასინძლებს, მონაწილეობას მიიღებეს 75 ქვეყნიდან სკოლის მოსწავლეები, მათ შორის საქართევლოდან 2 მოსაწვლე და განსაკუთრებით მიხარია, რომ ეროვნულ ოლიმიადაზე გვყავს 2 გამარჯვებული, 2 არაჩვეულებრივად კარგი გოგონა. დრეზდენში წლევანდელი ოლიმპიადის თემა არის ერთად ყოფნა, – ამ თემას აქვს თავისი ოლიმპიური შინაარსი იმ მხრივაც რომ ახალგაზრდები ერთად იმუშავებენ ჯგუფურად, დამეგობრდებიან და შეიქმენბა ასეთი მრავალფეროვანი მულტიკულტურული გარემო. გოეთეს ინსტიტუტში საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობის საგზურების მოსაპოვებლად გერმანული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობა მიიღო თბილისისა და საქართველოს რეგიონების გერმანულენოვანი საჯარო სკოლების 62 საუკეთესო მოსწავლემ. ძალიან მომეწონა მათი პრეზენტაციები და საერთო მომზადება. ამ შემთხვევაში მოსწავლეების ენობრივი ცოდნის გარდა მათი კრეატიულობა და კრიტიკული აზროვნების უნარი შეფასდა. საფინალო ეტაპზე მათ მონაწილეობა მიიღეს გამოცდაში, რომელიც ენების ერთიანი ევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს B2 საფეხურს შეესაბამება.

გერმნული ენის ეროვნული ოლიმპიადის ფინალური ტური გოეთეს ინსტიტუტში 2 რაუნდად ჩატარდა: წერითი და ზეპირი გამოცდა. წერილობითი გამოცდის შემდეგ 62 მონაწილიდან ზეპირ ეტაპზე 20 რჩეული მოსწავლე გადავიდა. ზეპირი გამოცდა საჯარო ჯგუფური პრეზენტაციებისგან შედგა, როდესაც

ეროვნული ოლიმპიადის ფინალური ეტაპის ჟიური გოეთეს ინსტიტუტის, გერმანიის საელჩოს, გერმანული საერთაშორისო სკოლისა და გერმანული ენის მასწავლებელთა ასოციაციის წარმომადგენლებისგან იყო შემდგარი.

ინფორმაცია ვებ-გვერდზე: https://www.goethe.de/ins/ge/ka/spr/unt/ver/id2.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები