ნათია თურნავამ დამსახურებული მშენებლები და არქიტექტორები დააჯილდოვა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ სამ არქიტექტორსა და სამშენებლო დარგის რვა წარმომადგენელს დამსახურებული არქიტექტორისა და დამსახურებული მშენებლის საპატიო სიგელები და მედლები გადასცა.
აღნიშნული დაჯილდოება ყოველწლიურად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ტარდება. დასაჯილდოებელ სპეციალისტებს სპეციალური კომისია არჩევს. მთავარი კრიტერიუმებია განსაკუთრებული წვლილი, ნაყოფიერი მოღვაწეობა დარგის განვითარების საქმეში და მაღალი პროფესიონალიზმი.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა დაჯილდოებულ სპეციალისტებს გაწეული შრომისა და მშენებლობის, არქიტექტურისა და ქალაქმშენებლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისათვის და შემდგომი ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.